|
2020-04-21 11:03:14, 7752 ნახვა
ომი უკრაინაში
ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 24 პაციენტია მოთავსებული, საიდანაც ერთი ე.წ. ბოლნისის კლასტერიდანაა
ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 24 პაციენტია მოთავსებული, საიდანაც ერთი ე.წ. ბოლნისის კლასტერიდანაა, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მისი თქმით, ამ დროისთვის კლინიკაში 54 პაციენტია, რომელთაგან 14-ს კორონავირუსზე კვლევა დღეს ჩაუტარდება. „ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში, ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 54 პაციენტი. აქედან ერთი პაციენტი დაგვემატა კოვიდ დიაგნოზით, ერთი კი გაეწერა. შედეგად კვლავ 24 პაციენტი გვყავს დადასტურებული კოვიდ დიაგნოზით. ამ 24 პაციენტიდან კიდევ ერთი პაციენტის გამოჯანმრთელება დადასტურდა და ის გაეწერება. ახალი პაციენტი არის ქვეყნის შიდა გადაცემის. არის შუახნის ქალი და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის არის ბოლნისის კლასტერი. 18 წლამდე ასაკის ექვსი პაციენტი გვყავს, რადგან ერთი არასრულწლოვანი გამოჯანმრთელდა. საბედნიეროდ არასრულწლოვნები თავს ყოველთვის კარგად გრძნობებ. სასულიერო პირის მდგომარეობა არის ზომიერად დამაკმაყოფილებელი, სტაბილური, თუმცა კლავ საყურადღებოებში უნდა მოვისაზროთ. ოთხი პაციენტი საყურადღებო რჩება. კვლევაში ჩასართავად 14 პაციენტი ემზადება“, - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)