|
2015-08-11 14:34:13, 436 ნახვა
პოლიტიკა
კახი კახიშვილი: ჩვენ სასამართლოს გადაწყვეტილებას დავემორჩილებით
„ამ თემზე მუდმივად აპელირება უნდა დამთავრდეს, სასამართლოს გადაწყვეტილებას დავემორჩილებით“,-ამის შესახებ სასჯელააღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახი კახიშვილმა მსჯავრდებულების გაშიშვლების საკითხის კომენტირებისას არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოთქმულ მოსაზრებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც კახიშვილმა აღნიშნა, წესები, რომელიც დანერგილია საქართველოში თავიდან ბოლომდე ზის ციხის ევროპულ სტანდარტებში. „ამ თემასთან დაკავშირებით მე უკვე ვისაუბრე. რა თქმა უნდა მოხარული ვარ, რომ მათ გაასაჩივრეს ეს საკითხი. იმიტომ რომ მუდმივად აპელირება ამ თემის სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა დამთავრდეს. ჩვენ დავემორჩილებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ის წესები რა წესებიც არის ჩვენთან დანერგილი თავიდან ბოლომდე ზის ციხის ევროპულ სტანდარტებში. ის არ ეწინააღმდეგება არანაირად საერთაშორისო სტანდარტს, მათ შორის“ სიპიტის“ მოთხოვნებს.ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტი, რომელიც ამ საკითხებს სწავლობს ქვეყნების შემოწმების დროს. სულ ახლახან იყო სიპიტი შემოსული და სწავლობდა ამ საკითხს“,-აღნიშნა კახიშვილმა. კახიშვილმა განმარტა, რომ ღირსების შემლახავია გაშიშვლების პროცედურა თუ მას უცხო პირები, საპირისპირო სქესის წარმომადგენლები ესწრებიან და ეს ყველაფერი ვიდეომონიტორინგის პირობებში ხდება. „კრიტერიუმები არსებობს თუ როდის არის ეს პროცედურა ღირსების შემლახავი. ჩვენ ამ კრიტერიუმებში არ ვჯდებით, იმიტომ რომ ღირსების შემლახავია, მაშინ როდესაც ხდება ბრალდებულის მწკრივში ჩაყენება . როდესაც უცხო პირები და საპირისპირო სქესის წარმომადგნლები ესწრებიან ამ პროცესს, როდესაც ვიდეო მონიტორინგის პირობებში ხდება ეს ყველაფერი და ხდება ხელით შეხება. ეს ყველაფერი ღირსების შემლახავია ამაში ნამდვილად ვეთანხმები არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს. ერთი საკითხია, რატომ ხდება სრული და არასრული შემოწმება. ორი მიზეზი და მიზანია. ერთი, უცხო და აკრძალული ნივთების შემოტანა რომ არ მოხდეს. ამ პროცედურას გადიან ის პატიმრები, რომლებიც გარედან შემოდიან დაწესებულებაში ანუ პირველი შესახლების დროს. მეორე მიზანი ეს არის სტამბოლის პროტოკოლის მოთხოვნა, რომ ნებისმიერი პატიმარი, რომელიც შემოვა ციხის ტერიტორიაზე, მის სხეულზე არსებული დაზიანებები უნდა იყოს დოკუმენტირებული და შემოწმებული. თუ შემომათავაზებენ იმ მოდელს, რომ ერთის მხრივ დაზიანებები იყო აღწერილი, მე რა თქმა უნდა მზად ვარ ნებისმიერი წინადადება მივიღო. თუ რა თქმა უნდა ის იმ მოთხოვნებში და სტანდარტებში ჩაჯდება, რომელიც დანერგილია ევროპულ ქვეყნებში“,-განაცხადა კახი კახიშვილმა. ცნობისთვის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სარჩელი შეიტანა სასამართლოში. საიას განცხადებით მინისტრის ბრძანება ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს, რომელიც კრძალავს ადამიანის პატივისა და ღირსების შემლახავ მოპყრობას.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)