00:35 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-02 18:54:55, 2251 ნახვა

მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის მთავრობა სამედიცინოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს კორონავირუსთან საბრძოლველ პროგრამაში ჩართვას თხოვს

„როიტერი“ ავრცელებს დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას, სადაც ბრიტანეთის მთავრობა 65 000 ექიმსა და ექთანს, ასევე მეოთხე კურსზე მყოფ სამედიცინოს სტუდენტებს თხოვს ჩაებან კორონავირუსით გამოწვეულ ჯანდაცვის კრიზისთან ბრძოლაში.

იმის ფონზე, რომ კორონავირუსის ეპიდემია მთელს მსოფლიოს მოედო, მთავრობა, კომპანიები და ინვესტორები ცდილობენ გაუმკლავდნენ უდიდეს საზოგადო ჯანმრთელობის კრიზისს, 1918 წლის “Influenza”- ის (გრიპის) ეპიდემიას შემდეგ,  პანიკაში მყოფ მოსახლეობას და მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი ფინანსურ ინსტიტუტებს.

დამამთავრებელ კურსზე მყოფ სამედიცინოს სტუდენტებს და სტუდენტ მედდებს მუდმივ პოზიციას სთავაზობენ “NHS” - ის პროგრამაში ჩართვის სანაცვლოდ, რომელიც პანდემიასთან ბრძოლის პროგრამაა.

„ჩვენ არ შეგვიძლია მარტო გავუმკლავდეთ ამ სიტუაციას, ამიტომ მოვუწოდებთ მოქმედ მედდებს დაგვახმარონ თავიანთი გამოცდილება ამ პანდემიის დროს , რადგანაც მე ეჭვი არ მეპარება, რომ თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ უამრავი ადამიანი“, - განაცხადა რუთ მეიმ, ინგლისის მთავარმა მედდა ოფიცერმა.

მედდების საბჭო, ბოლო 3 წლის განმავლობაში რეგისტრაცია გაუქმებულ მედდებს, ოფიციალურ წერილს უგზავნის. ასევე გენერალური სამედიცონო საბჭო მიწერს 15,500 ექიმს, ვინც 2017 წლის შემდეგ გააუქმა რეგისტრაცია.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცავის სფერო გაათავისუფლებს 30 000 იმ ოპერაციების გადადებით, რომლებიც არ იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ასევე მოიძებნა 10 000-მდე ადგილი დამოუკიდებელ და საზოგადოებრივ ჰოსპიტალებში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics