2020-03-31 14:42:09, 2452 ნახვა
მსოფლიო
ირანში, 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 3 111 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ირანში, 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 3 111 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ ირანის ჯანდაცვის მინისტრი იუწყება.
"ამ ეტაპზე ირანში კორონავირუსით ინფიცირებულია 44 606 ადამიანი", - განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, კიანუშ ჯაჰანპურმა.
მისი თქმით, 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით 141 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ჯამურად გარდაცვლილთა რაოდენობამ 2 898 ადამიანი შეადგინა.
ფოტო: Ebrahim Noroozi
ავტორი: ექსპრესნიუსი,