21:17 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-30 18:22:43, 1534 ნახვა

კომენტარი
გახარია - ყველა დაწესებულებას, რომელიც ფუნქციონირების ხასიათიდან და სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე აგრძელებს მუშაობას, ექნება სპეციალური საშვი

ყველა იმ დაწესებულებას, რომელიც მისი ფუნქციონირების ხასიათიდან და სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე აგრძელებს მუშაობას, ექნება სპეციალური საშვი, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი სრულად დაიცავენ დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გამკაცრებული ზომების მიღების შემდეგ მედიასაშუალებების მუშაობას შეეხებოდა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შეზღუდვების ეფექტიანი აღსრულების უზრუნველსაყოფად შექმნილია მთავრობის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საგანგებო შტაბი.

„ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს - რა თქმა უნდა, მედია თავისუფლება, ისევე როგორც სასურსათო მაღაზიების მუშაობა და სხვა ბევრი დაწესებულების მუშაობა, იქნება ეს ბანკი, თუ სააფთიაქო ქსელი, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეებისთვის, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა არის უდიდესი და უპირველესი ღირებულება და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჯანმრთელობაზე, ამ ვირუსის და ინფექციის პირობებში, არ ვსაუბრობთ მხოლოდ ჩვენს ჯანმრთელობაზე, ჩვენ უკვე პასუხისმგებლობა გვაქვს იმ ადამიანებთან, იმ მოქალაქეებთან, რომლებთანაც კომუნიკაციაში შევდივართ. სპეციალური საკოორდინაციო შტაბი შექმნილია ამისთვის, იქნება სპეციალური საშვები, რომლის საშუალებითაც მედიასაც ექნება მუშაობის საშუალება, პურის ქარხნებსაც, დისტრიბუციის ქსელებსაც, რომლებიც ამარაგებენ სასურსათო მაღაზიებს და სააფთიაქო ქსელებსაც", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
FT-ის გამოკითხვა: ამერიკელების თითქმის 70% შეშფოთებულია ტრამპის ადმინისტრაციაში კორუფციით
ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი - ვინც მიცნობთ, ჩემს ბავშვებს აწყენინებს, იცოდეთ, იმ ქვეყნიდან მოვბრუნდები და დედებს მოგ**ნავთ ყველას
სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics