მშვიდობის დღესთან დაკავშირებით, ქართველმა სამხედროებმა მოსწავლეებს ავღანეთიდან საპასუხო წერილები გამოუგზავენს
დღეს მშვიდობის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მშვიდობის დამცველები თბილისის 133-ე საჯარო სკოლის პატარა მეგობრებს შეხვდნენ. პროექტის „წერილები ჯარისკაცებს“ ფარგლებში, ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში დისლოცირებულმა საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის სამხედროებმა 133-ე სკოლის VIა კლასის მოსწავლეებს საპასუხო წერილები გამოუგზავნეს.