საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინიტროში პრესკონფერენცია გაიმართა. მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი დონაძემ ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის მნიშვნელობასა და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრეს. ფესტივალი ,,Check in Georgia"-ს ფარგლებში ოზურგეთსა და შეკვეთილში, 1, 2 და 3 სექტემბერს გაიმართება.