17:42 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
სარგსიანი: სომხეთი მზადაა, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მიზნით ორმხრივ დათმობებზე წავიდეს
აზერბაიჯანის საგარეო: ცეცხლს მანამდე არ შევწყვეტთ, სანამ ყარაბაღიდან სომხური ჯარი არ გავა

აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებებს იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ სომხეთი გაერო–ს უშიშროების საბჭოს 4 რეზოლუციას შეასრულებს და რეგიონიდან საკუთარ ჯარებს გაიყვანს.

 

ერაყში აფეთქებათა სერიას 25 ადამიანი ემხვერპლა
ერაყელმა სამხედროებმა "ისლამური სახელმწიფოს" ციხიდან 1,5 ათასი ადამიანი გაათავისუფლეს
პაკისტანი აზერბაიჯანს სომხეთთან კონფლიქტში დახმარებას სთავაზობს

პაკისტანი აზერბაიჯანს სომხეთთან კონფლიქტში დახმარებას სთავაზობს.

სირიაში ტერორისრული დაჯგუფება "ჯებჰატ ან-ნუსრას" ე.წ პრეს-მდივანი დაიღუპა
აზერბაიჯანის ცნობით, ყარაბაღში სომხური არმიის შტაბი განადგურდა

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ჯარებმა მთიან ყარაბაღში სომხური არმიის შტაბი გაანადგურეს.

 

ბაღდადში მომხდარ მორიგ აფეთქებას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
გაერო მთიან ყარაბაღში გარდაცვლილთა შესახებ მონაცემებს ავრცელებს
რუსეთში თავდაცვის სამინისტროს შენობაში ხანძარია

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობაში ხანძარია,-ამის შესახებ „რია ნოვოსტი" იუწყება.

სომხეთის პრეზიდენტი: 1994 წლის შემდეგ ეს ყველაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებებია

"სომხურმა მხარემ 18 ჯარისკაცი დაკარგა. 1994 წლის შემდეგ ეს ყველაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებებია" - ამის შესახე სომხეთის სერჟ სარგსიანმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

ყარაბაღში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად 12 აზერბაიჯანელი სამხედროა დაღუპული

"ყარაბაღში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად 12 აზერბაიჯანელი სამხედროა დაღუპული" - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

ილჰამ ალიევი: ყარაბაღის კონფლიქტი აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის საფუძველზე უნდა გადაწყდეს

აზერბაიჯანი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ძალისხმევას გააგრძელებს, თუმცა კონფლიქტი აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის საფუძველზე უნდა გადაწყდეს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

 

ევროკავშირი მთიანი ყარაბაღის მხარეებს საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას თხოვს

ევროკავშირი მთიანი ყარაბაღის მხარეებს საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტასა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დაცვას თხოვს, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთოხების პოლიტიკის უზენაესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის განცხადებაშია აღნიშნული.

 

შტაინმაიერი: მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა.

 

ე.წ. მთიანი ყარაბაღი - აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა 50-მდე ჯარისკაცი დაკარგეს

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიან ყარაბაღში შეტაკებისას 50-მდე სამხედრო მოსამსახურე დაკარგეს, - ამის შესახებ ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დე-ფაქტო თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics