ბექა მიქაუტაძე: მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს GWP-სთან და იმედი მაქვს, ცენტრალური მილების აღდგენა მოხდება
„ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს GWP-სთან და იმედი მაქვს, გამოიძებნება თანხები და მოხდება ცენტრალური მილების აღდგენა“, - ამის შესახებ საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ დიღომში, ცენტრალურ მილზე მომხდარი დაზიანების კომენტირებისას განაცხადა. მისივე თქმით, ეს უკვე მეორე ფაქტია საბურთალოს რაიონში, როდესაც ცენტრალური მილის დაზიანება დიდ ზარალს იწვევს.