მერია: "თაიმერის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია მიზანმიმართული სიცრუე და არაპროფესიონალიზმია
"ახალი ამბების სააგენტო „თაიმერის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ხანდაზმულ ანა გაგუას, კუთვნილი 1000 ლარის ნაცვლად, თბილისის მერიამ შპს „ჰერმესის“ სარიტუალო მომსახურება შესთავაზა, არის ტყუილი! ეს არის მიზანმიმართული სიცრუე და არაპროფესიონალიზმი",-ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია ნათქვამი.