სუბარი ელისაშვილის განცხადებაზე: ლუგარ ალიევის სახელი პირველად ტელევიზორით გავიგე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი გადაცემა „არჩევანში“ საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, სუბარი მას ირაკლი თამაზ თამაზაშვილის თანამესაკნის, ლუგარ ალიევის შეწყალებას სთხოვდა.