10:03 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
მიქაელ ბოტკოველი: რაც მისი უწმინდესობა საქართველოში დაბრუნდა, სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ მინახავს

რაც მისი უწმინდესობა დაბრუნდა საქართველოში, მე სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ მინახავს“, - ამის შესახებ საპატრიარქოს მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ეკა ბესელია თინა ბოკუჩავას: უვიცობის დემონსტრირებას ახდენ ტრიბუნიდან

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას გამოსვლამ გააღიზიანა.

ტუღუში უმრავლესობას: მუდმივად აპელირებთ იმ 9 წელზე, ჩვენც შეგვიძლია იმ 4 წელზე ვისაუბროთ, როდესაც უამრავი უფლებადარღვევა მოხდა

„თქვენ მუდმივად აპელირებთ იმ 9 წელზე, ჩვენ ანალოგიურად შეგვიძლია ვისაუბროთ  ბოლო 4 წელზე როდესაც მოწმენი ვართ უამრავი უფლებადარღვევის, რომელიც უკავშირდება ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებას,  ვებგვერდებზე ატვირთვას და მერე ამის პოლიტიკური მიზნისთვის გამოყენებას“, - ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“  ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ტუღუშმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ე.წ. მოსმენების საკითხს განიხილავენ.

 

რაქვიაშვილი: ვცდილობთ დავაზუსტოთ ინფორმაცია, რომ კონგოში ჩვენი მოქალაქეების ინტერესები დაცული იყოს

„პრეზიდენტის დავალებით, ვცდილობთ დავაზუსტოთ ინფორმაცია, რომ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები  იყოს დაცული და ისინი უსაფრთხოდ იყვნენ“,-ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა კონგოს რესპუბლიკაში საქართველოს მოქალაქის ტყვედ აყვანის ფაქტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

 

დავით სერგეენკო: ადამიანის ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბიუჯეტში შეტანილი თანხა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თამბაქოს  კონტროლის  გამკაცრების საკითხს  გამოეხმაურა.

 

გიორგი გახარია: საბანკო ზედამხედველობის ეროვნული ბანკის სტრუქტურაში შეტანა მისაღებია და ალბათ, კარგიც არის

„ბუნებაში არსებობს ორივე ვარიანტი, ჩვენ ამაზე შეთანხმებული ვიყავით სექტორთანაც და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთანაც, რომ ზედამხედველობის ფუნქცია შეიძლება იყოს როგორც ეროვნული ბანკის შიგნით, ასევე ეროვნული ბანკის გარეთაც“, -  ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგერადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ საბანკო ზედამხედველობის ფუნქციასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

მდინარაძე: ვფიქრობ, სასამართლოც და პროკურატურაც საზოგადოებას ობიექტურობაში დაარწმუნებენ

 ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, რომ თითქოს   „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან პოლიტპატიმრები, რადგან მათი  ნაწილი გამართლდა.

 

მდინარაძე ე.წ. ციანიდის საქმეზე: გუშინდელი დღე იყო დასტური იმისა, რომ გამოძიებას უნდა ვენდოთ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ე.წ. ციანიდის საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

 

გიორგი გახარია: საპატრიარქოს დაფინანსების არსებული წესი შესაცვლელი არ არის

ეს ის საკითხია, რომელიც პარტიული დონიდან გადასაწყვეტი არ არის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ საპატრიარქოს დაფინანსების წესთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის შეცვლის ინიციატივით „რესპუბლიკური პარტია“ გამოვიდა.

 

გიორგი გახარია: საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით მარტიდან ღია განხილვები დაიწყება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საპენსიო რეფორმაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და ამასთან დაკავშირებით ღია განხილვები მარტში დაიწყება.

 

გახარია: გალარების პროგრამა იყო სოციალური პასუხისმგებლობის საკითხი - ვინც ჩათვალა, რომ მომგებიანია, ეს ნაბიჯი გადადგა

გალარების კომპონენტი - ეს იყო აბსოლუტურად გააზრებული სოციალური ნაბიჯი, ასე ვთქვათ, სახელმწიფოს მხრიდან კეთილი ნება,  სოციალური პასუხისმგებლობის აღქმის შედეგად  მოსახლეობისთვის შეთავაზებული“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ სესხების გალარების პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

 

ადვოკატი: მამა გიორგი მამალაძეს სურს, პატრიარქს ინფორმაცია მიაწოდოს

„მამა გიორგი მამალაძეს  სურს, რომ პატრიარქს ინფორმაცია მიაწოდოს“,-ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.

 

კახიძე უმრავლესობას: მთავარი პროკურორის გადადგომის საკითხს პირველი თქვენ უნდა სვამდეთ და არა მე

„პრაქტიკულად მთავარმა პროკურორმა, გარდა იმისა, რომ გვითხრა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა მზადდებოდა, პირდაპირ მიანიშნა, რომ ეს  მაღალი იერარქიის სასულიერო პირი პატრიარქი გახლდათ“,-ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“  წევრმა ოთარ კახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

ნუკრი ქანთარია ოპოზიციას: გადაითვალეთ ერთმანეთი, რამდენს აღწევთ პარლამენტში

„ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებს რაც შეეხება, რომლებმაც რატომღაც მოინდომეს პროკურორის გადადგომა და პროკურორის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, ეს ამბავი ძალიან რბილად რომ ვთქვა,  ღიმილს იწვევს“,-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ბესელია ე.წ. ციანიდის საქმეზე: საგამოძიებო პროცესში მხარეებს უნდა ჰქონდეთ თანაბარი შესაძლებლობები

„ადვოკატს შეუძლია ყველა მეთოდი გამოიყენოს, რომ დაცვა განახორციელოს, საქმის წარმოებისას, ისე როგორც მას საჭიროდ მიჩნია და ამას ვერავინ ვერ შეზღუდავს“, - ამის შესახებ მმართველი გუნსის წევრმა ეკა ბესელიამ განაცხადა. 

მეუფე ანტონი: თუ გამოძიებას ნამდვილად აქვს რაღაც დამადასტურებელი, მაშინ უნდა გამოაქვეყნოს

საპატრიარქოს წარმომადგენლები ბრიუსელში ორდღიანი ვიზიტით ჩაფრინდნენ. სინოდის წევრებმა ე.წ. ციანიდის საქმეზე განაცხადეს, რომ გამოძიების დასრულებას ელოდებიან. 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics