18:44 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
კაპანაძე: მნიშნელოვანია, რომ პრეზიდენტმა მოსმენების შესახებ კანონს ვეტო დაადოს

,,კანონი მოსმენების შესახებ არის არაკონსტიტუციური. არასწორად მიიღეს, მათ შორის იყო პროცედურული დარღვევებიც“,-ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

 

კალაძე: პრეზიდენტი ვის შეხვდება და ვისთან გამართავს კონსულტაციებს, ჩემთვის საინტერესო არ არის

„პრეზიდენტი ვის შეხვდება და ვისთან გამართავს კონსულტაციებს ეს ჩემთვის საინტერესო არ არის. ჩემთვის საინტერესოა კონკრეტულად კომისიის მუშაობა, თუ რა შედეგს დადებს საბოლოოდ“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.

ჯანელიძე: კონგოში დატყვევებული საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს

საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, კონგოში დატყვევებული ყოფილი სამხედრო პირის, სოსო ოსურაულის გასათავისუფლებლად მუშაობა ყველა მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს.

 

მიხეილ ჯანელიძე: სტრასბურგში ჩემი ვიზიტი „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვას არ ემსახურებოდა

„ჩემი ვიზიტი სტრასბურგში კონკრეტული საქმის განხილვას არ ემსახურებოდა“, - ასე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტის კითხვას, „იყო თუ არა უშედეგო მისი ვიზიტი სტრასბურგში „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით“.

 

მეუფე ანტონი - თუ გგონიათ ნიჭიერები ხართ და რაღაცას მათქმევინებთ, ძალიან ცდებით

"თქვენ თუ გგონიათ ძალიან ნიჭიერები ხართ და ისეთ შეკითხვებს მისვამთ, რომ რაღაცას მათქმევინებთ, ძალიან ცდებით", - ასე მიმართა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონიმ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს. 

იღუმენია თამარი - ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ეკლესიაში მამათმავლობასა და ძველბიჭობას ებრძვის

მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრის წინამძღვარი იღუმენია თამარი გამყრელიძის განცხადებით, ჭყონდიდის მიტროპოლიტი კორუფციას, მამათმავლობას, უზნეობას და ნარკომანიას ებრძვის. 

თინა ბოკუჩავა უმრავლესობას: ნუ იქნებით ივანიშვილის მარიონეტები

„ნუ იქნებით ივანიშვილის მარიონეტები,  ამ კანონს მივესალმებით, თუმცა კარგი იქნებოდა წელიწად ნახევრის წინ ჩვენთვის მოგესმინათ, არ მიგეღოთ ეს კანონი, რომლის შედეგად საქართველომ მილიონობით ლარი იზარალა“,-ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ  პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე უმრავლესობას, სადაც ეროვნული ბანკში ზედამხედველობის სამსახურის დაბრუნების საკითხს განიხილავენ.

 

მდინარაძე: პარლამენტის წევრები ხვალ პლენარულ სხდომაზე უნდა იყვნენ და არა პრეზიდენტის ახალ სპექტაკლზე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, სამწუხაროდ, პრეზიდენტი იმ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის დისკრედიტაციას განაგრძობს, რომელსაც საკონსტიტუციო რეფორმა ჰქვია.

მეუფე პეტრე საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორობიდან დაითხოვეს - მიტროპოლიტმა სხდომა დატოვა

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ წმინდა სინოდის სხდომა დროზე ადრე დატოვა.

აბესაძე: დაუმორჩილებელი პრეზიდენტის მხრიდან, თუნდაც საკონსტიტუციო საკითხებზე მსჯელობა, „ოცნებისთვის“ მიუღებელია

,,ნორმალურ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უნდა მიესალმებოდეს პრეზიდენტის ასეთ ფართო ჩართულობას საკონსტიტუციო საკითხების გადაწყვეტაში“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ირაკლი აბესაძე პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას.

 

„პრეზიდენტისადმი აქამდე არსებულ მუქარებს დაემატა აკრძალვა - საკონსტიტუციო საკითხებზე საკუთარ ხალხს ესაუბროს“

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

ირაკლი აბესაძე: ციანიდის საქმეზე პროკურატურა ცდილობს საზოგადოებას მოსაზრებები შესთავაზოს

ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული მტკიცებულებები აშკარად არ ადასტურებს. 

ეპისკოპოსი: არ მგონია, რომ საპატრიარქოში დაპირისპირებას ჰქონდეს ადგილი, აზრთა სხვადასხვაობა კი შეიძლება

ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსის დოსითეოზის შეფასებით, მას არ ჰგონია, რომ საპატრიარქოში დაპირისპირებას ჰქონდეს ადგილი.

მეუფე პეტრე: მომხრე ვარ, საეკლესიო სამართალი ამუშავდეს და დადგეს ყველა დასასჯელის საკითხი

„მომხრე ვარ, რომ საეკლესიო სამართალი ამუშავდეს და დადგეს ყველა დასასჯელის საკითხი“, - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ წმინდა სინოდის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„ჩანაწერებმა დაგვანახა, როგორი არ უნდა იყოს სასულიერო პირი და რა არასახარბიელო გარემოცვაა საპატრიარქოს წიაღში“

„ამ ჩანაწერებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ როგორი არ უნდა იყოს სასულიერო პირი, თუ რა არასახარბიელო გარემოცვაა სასულიერო პირების, პატრიარქისა და საპატრიარქოს წიაღში“, - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ პროკურატურის მიერ გავრცელებულ აუდიო და ვიდეო-ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც დეკანოზ გიორგი მამალაძისა და ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის საუბარია ასახული.

 

მეუფე ანტონი: ვისი უნდა გჯეროდეს, თუ არა პროკურატურის

ვანისა და ბაღდათის მეუფე ანტონის განცხადებით, სინოდის დღევანდელი სხდომა სწორედ იმისთვის არის, რომ პირადი დასკვნები არ გამოიტანონ.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics