ძიძიგური პრეზიდენტზე: ერთ შემთხვევაში აპელირებდე ხალხის უფლებაზე, მეორე შემთხვევაში სხვაგვარი გამოდიოდეს პასუხი, არამგონია, სწორი იყოს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ერთის მხრივ პრეზიდენტი აპელირებს ხალხის უფლებაზე და ამბობს, რომ ხალხს პრეზიდენტის არჩევის უფლება არ უნდა წაერთვას, ხოლო მეორე მხრივ, როდესაც ქორწინების დეფინიციაზე ხალხის უმრავლესობა კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთების მომხრეა, პრეზიდენტი ამგვარი ჩანაწერის აუცილებლობას ვერ ხედავს.