17:00 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
პრემიერი: აშშ-ის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში

პრემიერ-მინისტრ გიორგი  კვირიკაშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

 

მაიკ პენსი: პრეზიდენტი ტრამპი და მე, მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას

„პრეზიდენტი ტრამპი და მე მხარს ვუჭერთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის განცხადებას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერნციაზე განაცხადა.

 

მაიკ პენსი: საქართველოს მოსახლეობის გმირობა ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს მოსახლეობის გმირობა ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე“, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

მაიკ პენსი: ღრმად მწამს, რუსეთთან უკეთესი ურთიერთობა შესაძლებელია

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი აცხადებს, რომ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობა შესაძლებელია.

 

კვირიკაშვილი მაიკ პენსს: თქვენი დახმარების შედეგად საქართველო აღარაა არც საბჭოური და არც პოსტსაბჭოური ქვეყანა

„თქვენი დახმარების შედეგად საქართველო აღარაა არც საბჭოური და არც პოსტსაბჭოური ქვეყანა, დღეს ჩვენ ვართ ევროკავშირთან ასოცირებული, ევროპული დემოკრატია“,-ასე მიმართა  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე -პრეზიდენტს მაიკ პენსს მთავრობის ადმინისტრაციაში ერთობლივ პრესკონფერნციაზე.

 

მაიკ პენსი: აშშ მკაცრ პასუხს გასცემს ქვეყნებს, რომლებსაც ექნებათ პრეტენზია, ხელყონ საქართველოს სუვერენიტეტი

აშშ-ის ვიცე -პრეზიდენტის მაიკ პენსის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ქართველი ხალხის გვერდითაა და მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას.

 

მაიკ პენსი კვირიკაშვილს: აშშ-ის პრეზიდენტმა აქ მომავლინა მარტივი გზავნილით - ჩვენ თქვენთან ვართ!

„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მომავლინა აქ ძალიან მარტივი გზავნილით თქვენთვის, თქვენი მთავრობისა და დიადი და გულადი ქართველი ხალხისთვის - ჩვენ თქვენთან ვართ!“, - ამ სიტყვებით მიმართა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ოფიციალურ ვახშამზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს.

 

კვირიკაშვილი: ამერიკა ყოველთვის ჩვენს გვერდით იყო და სწორედ ამიტომ ჩვენც თქვენ გვერდით ვდგავართ

ამერიკა ყოველთვის ჩვენს გვერდით იყო და სწორედ ამიტომ ჩვენც თქვენ გვერდით ვდგავართ, რათა მხარი დავუჭიროთ თქვენს ძალისხმევას მშვიდობიანი მსოფლიოს უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ვახშამზე განაცხადა.

 

ლევან იზორია: რუსეთიდან მომდინარე საფრთხის პროგნოზირება რთულია

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, რუსეთიდან მომდინარე  საფრთხის პროგნოზირება რთულია.

 

გიორგი აბაშიშვილი: უმრავლესობა ცდილობს, პრეზიდენტისგან მტრის ხატი შექმნას

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან ანა დოლიძეს შორის  დაპირისპირებას გამოეხმაურა.

 

მაიკ პენსი: რუსეთი ძალის გამოყენებით განაგრძობს საერთაშორისო საზღვრების შეცვლის მცდელობებს

„რუსეთი განაგრძობს ძალის გამოყენებით საერთაშორისო საზღვრების შეცვლის და სუვერენული ერების დემოკრატიის დარღვევის მცდელობებს“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ტალინში, ესტონეთის, ლიტვის და ლატვიის პრეზიდენტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

დავით ბაქრაძე: ოკუპაცია იქნება ის უმთავრესი საკითხი, რომელსაც ქართული მხარე მაიკ პენსთან შეხვედრაზე დააყენებს

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის დავით ბაქრაძის შეფასებით, აშშ -ის  ვიცე პრეზიდენტის  საქართველოში ვიზიტი ორი ქვეყნის ურთიერთობებში განსაკუთრებული გზავნილია.

 

მაიკ პენსი: აღმოსავლეთ ევროპაში ჩვენი პარტნიორების გვერდით ვრჩებით თავისუფლების დასაცავად

„თქვენ ხართ ჩვენი მოკავშირეები აღმოსავლეთ ევროპაში. ჩვენ აღმოსავლეთ ევროპაში პარტნიორების გვერდით ვრჩებით თავისუფლების დასაცავად “,-ეს განცხადება საქართველოში ვიზიტამდე აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა  ტელეკომპანია Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში  საქართველოსთან,  ბალტიის ქვეყნებთან და მონტენეგროსთან დაკავშირებით გააკეთა.

 

მიხეილ ჯანელიძე: 2017 წელი აშშ-სთან ორმხრივ ურთიერთობებში ისტორიულ ეტაპს წარმოადგენს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი „ ღირსეული პარტნიორი 2017“-ის წვრთნების მონაწილე ქართველ და ამერიკელ ჯარისკაცებს შეხვდება.

 

ჯანელიძე: მაიკ პენსის ვიზიტი აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასა და საქართველოს მთავრობას შორის კარგ ურთიერთგაგებას ადასტურებს

საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, აშშ ყოველთვის იყო ძირითადი გარანტი საქართველოს თავისუფლების, დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკურ ოჯახში ინტეგრაციის.

 

ჯანელიძე: აშშ-ის მხრიდან საქართველო აღიქმება, როგორც მტკიცე მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში დღეს დაგეგმილ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტს გამოეხმაურა. 

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics