თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში ტყის საფარს ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც "ექსპრენიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ფოთლოვან ხეებს გაუჩნდა.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.
ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.