15:04 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
დღეს შობაა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს შობას აღნიშნავს. ქრისტეშობა უდიდესი რელიგიური დღესასწაულია. 

სინოპტიკოსები თბილისში თოვლს ელოდებიან

დღეიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ამინდი გაუარესდება. 

თბილისში 7-8 იანვარს თოვლს ელოდებიან, 9-ში კი, -5 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი. 

პატრიარქის 2015 წლის საშობაო ეპისტოლე-სრული ტექსტი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ  მრევლს  შობა  საშობაო ეპისტოლით მიულოცა.  პატრიარქმა ეპისტოლეში ყურადღება  ოჯახში ქალისა და მამაკაცის როლზე გაამახვილა. გარდა ამისა, უწმინდესმა   თვითმკვლელობებზე, ნარკომანიასა და აბორტზეც ისაუბრა.

ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით, თბილისში რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, საშობაო ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით, თბილისში რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება.

ირაკლი ღარიბაშვილი: უკეთესი მომავლის იმედითა და რწმენით შევეგებოთ შობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.

ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე თოვლში ჩარჩენილი მანქანების გამოყვანა მიმდინარეობს

დიდთოვლობისა და ნამქერის გამო ვითარება საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ ავტო-მაგისტრალზე კვლავ რთულია.

ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით, თბილისში რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება
სამტრედიაში მეორე დღეა 19 წლის ახალგაზრდას ეძებენ
ფასანაური-კობის და სტეფანწმინდა-ლარსის გზის მონაკვეთზე ზვასაშიშროებაა
დარიალის ხეობაში ზვავსაშიშროებაა

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის ფასანაური-მლეთა-გუდაური–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე (დარიალის ხეობა), ზვავსაშიშორებაა მოსალოდნელი რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

მლეთასა და ნაღვარევში ზვავი ჩამოწვა

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მლეთასა და ნაღვარევში ზვავი ჩამოწვა. 

ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აიკრძალა
შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით მეტროპოლიტენის მუშაობა გახანგრძლივდება

შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით მეტროპოლიტენის მუშაობა გახანგრძლივდება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, მეტროპოლიტენი 04:30 საათამდე იმუშავებს და მგზავრთა გადაადგილება 23:00 საათიდან 04:30 საათამდე უფასო იქნება.

საქართველოს მთარობა ვიზის აღების ელექტრონულ ფორმატს თებერვლის დასაწყისში წარადგენს

„საქართველოს მთარობა ვიზის აღების ელექტრონულ ფორმატს თებერვლის დასაწყისში  წარადგენს, რაც ტურისტებისთვის საქართველოში ვიზის მიღების შესაძლებლობებს გაამარტივებს“, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საქართველოს 2014 წელს 5 493 492 საერთაშორისო მოგზაური ეწვია

„2014 წელს საქართველოს 5 493 492 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც  1,9%-ით აღემატება  2013 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს“, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნინოწმინდის რაიონში პოლიციელებმა 200-მდე ადამიანი გადაარჩინეს

პოლიციელებმა ნინოწმინდის რაიონში 200-მდე მოქალაქე გადაარჩინეს.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics