ქართველი მედიკოსები „უსტრონის რევმატოლოგიის და რეაბილიტოლოგიის ჰოსპიტალს“ ეწვივნენ
1-15 აგვისტოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და სილეზიის სავოევოდოს მთავრობებს შორის არსებული ურთიერთმეგობრობის და ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ექიმი-რევმატოლოგი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ნერიმან ცინცაძე და ექიმი-ლაბორანტი, ბიოლოგიის დოქტორი, პროფესორი ლეილა ახვლედიანი სილეზიის სავოევოდოს „უსტრონის რევმატოლოგიის და რეაბილიტოლოგიის ჰოსპიტალში“ იმყოფებოდნენ.