საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის პარლამენტის წევრებმა კომოს კომუნიკეს მოაწერეს ხელი
იტალიაში, კომოს ტბაზე შეკრებილმა საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის პარლამენტის წევრებმა, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ გამართული მოსამზადებელი შეკრების დასასრულს მორიგ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.