პოდოლიაკი ჰააგის გადაწყვეტილებაზე - ეს არის პუტინის პოლიტიკური კარიერის დასასრული
მსოფლიოს პოლიტიკური კლიმატი მნიშვნელოვნად შეიცვალა, ეს არის პუტინის პოლიტიკური კარიერის დასასრული, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
მისივე თქმით, გადაწყვეტილება თავის მხრივ არის მნიშვნელოვანი მესიჯი რუსული პოლიტიკური ელიტისთვის, ვინაიდან ისინი უნდა მიხვნდნე, რომ ევროპის პოლიტიკურ არენაზე ინტეგრაციას უნდა დაემშვიდობონ.