საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტო“- ს სამეგრელო - ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის წარმომადგენელი დააკავა.