გირგვლიანის და გამცემლიძის მშობლები საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელს განცხადებით მიმართავენ
სანდრო გირგვლიანისა და ზურა გამცემლიძის ოჯახის წევრები საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელს განცხადებით მიმართავენ და სთხოვენ, რომ მიმდინარე წლის 8 მარტს, ვანო მერაბიშვილის საქმე, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს, ობიექტურად წარიმართოს. ამის შესახებ მოკლული სანდრო გირგვლიანის მამამ, გურამ გირგვლიანმა განაცხადა.