კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილმა მოადგილემ რამდენიმე საათის წინ, ინტერვიუ ჩაწერა.
მთავარი პროკურატურა ირაკლი ფირცხალავას დაკავებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციზე, ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს.
საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს და ბრიუსელის ინტერპოლის ბიუროს თანამშრომლობის შედეგად, 1968 წელს დაბადებული ვიქტორ ჭელიძე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული გიორგი მ. და 1983 წელს დაბადებული ლაშა ა. ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დამზადება-გადაზიდვის და ტარების ბრალდებით დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურამ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა დააკავა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის გეგი ნიჟარაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას და მის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ,,სკოლამდელი საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრის“ დირექტორი, დათო დობორჯგინიძე და ამავე ცენტრის მთავარი სპეციალისტი, ზურაბ ჩხაიძე დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი ბ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბორჯომში დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საგარეჯოს რაიონული სამმართველოს მიერ 2014 წლის 29 დეკემბრიდან თაღლითობის ბრალდებით ძებნილი, 1977 წელს დაბადებული ვუგარ მ. დააკავეს.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More