ქვემო ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო სააგენტოს, ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, მორიგი პრევენციული ღონისძიებების გატარებისას, ქვემო ქართლის რეგიონში, ხე–ტყის, მათ შორის წითელი ნუსხის სახეობის, უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს.