ბესელია: იმისთვის, რომ უგულავამ საპატიმრო დატოვოს, საჭიროა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილება, რაც დღეს არ არსებობს
იმისთვის რომ გიგი უგულავამ საპატიმრო დაწესებულება დატოვოს, საჭიროა არსებობდეს საერთო სასამართლოების გადაწყვეტილება, რაც დღეს არ არსებობს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.