23:03 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ერთ–ერთი თემის რწმუნებული ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის  ერთ-ერთი თემის რწმუნებული,  მერაბ საცერაძე დააკავა.

პარლამენტი მთავარ პროკურატურას რეკომენდაციით მიმართავს
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობის დელეგატი გეგა გობეჯიშვილი თავისუფალია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობის ერთ-ერთი დელეგატი გეგა გობეჯიშვილი თავისუფალია.

შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტი აღკვეთა

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თურქეთის მოქალაქეები - 1968 წელს დაბადებული მეთინ დ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, ხოლო 1983 წელს დაბადებული თამერ ი. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემაში დახმარების ბრალდებით ბათუმში დააკავეს.

 

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 190-მა ახალწვეულმა სამხედრო ფიცი დადო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 190-მა ახალწვეულმა სამხედრო ფიცი დადო.

 

შსს-ს ინფორმაციით, ფეხბურთის ფედერაციის ყრილობის დელეგატი ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო დააკავეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობის ერთ-ერთი დელეგატი გეგა გობეჯიშვილი დაკავებულია.

 

პრეზიდენტი მედიაში მიმდინარე პროცესებზე: მოვუწოდებ ყველა მხარეს, დასმულ კითხვებს ნათელი პასუხები გასცეს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართულ მედიაში მიმდინარე პროცესები შეაფასა.

 

ვახტანგ გომელაური საქართველოში ისრაელის ელჩ იუვალ ფუქსს შეხვდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ–მაიორი ვახტანგ გომელაური საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩ იუვალ ფუქსს შეხვდა.

პარლამენტთან მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს

ქუთაისის პარლამენტთან აქციის წევრებსა და დეპუტატებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება ხულოგნობის მუხლით აღიძრა. 

ქობულეთში ავტომანქანის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს  აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ლაშა გ. ავტომანქანის ქურდობის ბრალდებით, ქობულეთში დააკავეს.

კინოლოგიური პროექტი k9 აშშ-ს მთავრობამ საქართველოს გადმოსცა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, საქართველოში აშშ-ს ელჩი იან კელი და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კინოლოგიური პროექტის დახურვის ცერემონიას დაესწრნენ. აშშ-ს მთავრობამ პროექტი K9 ქართულ მხარეს სრულად გადასცა და ის შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების თანამშრომლობით გაგრძელდება.

 

აშშ-ის ნარკოტიკებისა და სამართალდაცვის საქმეთა საერთაშორისო ბიუროს კინოლოგიის პროექტი დასრულდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზში, კინოლოგიის პროექტის დასრულების  ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

 

მოსამართლემ „რუსთავი 2“ -ის ადვოკატების არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამაზ ურთმელიძემ „რუსთავი 2“-ის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს ავსტრიის დელეგაცია გაეცნო

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ავსტრიის დელეგაცია ეწვია, რომელსაც ვენის სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარე მარიამ ვანკე-ცერვენკა ხელმძღვანელობს. 

სამოქალაქო ცეცხლსასროლი და გაზის იარაღის შეძენის მსურველებს 1 ნოემბრიდან გამოცდის ჩაბარება მოუწევთ

იარაღის მოხმარების წესების ზოგადი ცოდნის გაუმჯობესების, უსაფრთხო გამოყენებისა და მოხმარების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სამოქალაქო ცეცხლსასროლი და გაზის (აირის) იარაღის შეძენის მსურველები 2015 წლის 1 ნოემბრიდან იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდას ჩააბარებენ.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics