გიორგი კეპულაძე: აჟიოტაჟური მოლოდინი, რომ ლარი შეიძლება უფრო მეტად გამყარდეს, გაცვლითი კურსის მაღალ მერყეობას იწვევს
„აჟიოტაჟური მოლოდინი, რომ ლარი შეიძლება უფრო მეტად გამყარდეს, გაცვლითი კურსის მოკლევადიან პერიოდში მაღალ მერყეობას იწვევს, თუმცა წონასწორობის წერტილს ალბათ რაღაც პერიოდში მიაღწევს“, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ თავმჯდომარე გიორგი კეპულაძემ ლარის კურსის გამყარებასთან დაკავშირებით „ექსპრესნიუსს“ განუცხადა.