კეპულაძე ლარის კურსზე: მთავრობას უფრო მეტი მუშაობა მართებს და არა ტრამპზე და „ბრექსითიზე“ გადაბრალება
„საქართველოს ეკონომიკის ტიპიდან გამომდინარე, გრძელვადიან პერსპექტივაში ლარს გამყარების ტენდენცია ექნება, თუმცა ამ ეტაპზე დიდი ნუგეში ვერ იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც სესხი დოლარში აქვს“, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ თავმჯდომარემ გიორგი კეპულაძემ ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებით „ექსპრესნიუსს“ განუცხადა.