საქართველო ფართომასშტაბიანი ენერგოეფექტურობის ღონისძიებებისთვის საპილოტე ქვეყნად შეირჩა
თბილისში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიის, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF), მსოფლიო ბანკის (WB) და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) წარმომადგენლები კერძო და საჯარო სექტორებიდან დაინტერესებულ მხარეებს შეხვდნენ. შეხვედრების მიზანი საქართველოში შენობების ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებით პრიორიტეტულ ღონისძიებებზე შეხედულებების გაზიარება იყო.