ქედის რაიონულ ცენტრში შემოსავლების სამსახურის უახლესი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქედის რაიონულ ცენტრში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უახლესი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი თაბუაშვილმა გახსნეს.