გიორგი გახარია: ბევრი რამ კეთდება იმისთვის, რომ სვანეთის უნიკალურ რეგიონს დამატებითი სარგებელი მოვუტანოთ
„უნიკალური დღეა, რადგან 10 ივნისია, სვანეთში ვხსნით ზაფხულის სეზონს და ამავდროულად, თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტზე მიმდინარეობს ბორის კახიანის სახელობის ტურნირი", - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სვანეთში ვიზიტისას, კურორტ თეთნულდზე ჟურნალისტებს განუცხადა.