სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შექმნილი ახალი საწარმო დაათვალიერა
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტიბაანში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ მარცვლეულის შესანახ მეურნეობაში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე, კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ჯიბლაძესთან ერთად, მუშაობის პროცესს გაეცნო.