თბილისში ამერიკული ავტომწარმოებელი კომპანიის, „ფორდის“ განახლებული სალონი გაიხსნა.
ცენტრი დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ვიცე-პრემიერ კახა კალაძესთან, „ფორდ ევროპის“ რეგიონალურ დირექტორ ფაბრიციო ფალტონისთან და თბილისში ცენტრის დირექტორ თემურ უსტიაშვილთან ერთად გახსნა.