„დაახლოებით ორი კვირის მარაგია ელექტროენერგიის, რომელიც მიეწოდება აფხაზეთს და საშიშროებაა, რომ მათთვის მიწოდება ვერ შევძლოთ“,-ასე გამოეხმაურა ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აფხაზურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც „ენგურჰესის“ წყალსაცავში წყლის დონის კლების გამო, შესაძლოა, აფხაზეთი ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს.