12:35 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ირაკლი ღარიბაშვილი ალექსანდრ ლუკაშენკოს პირისპირ შეხვდა
თენგიზ ფხალაძე: სანამ საკითხი მომწიფებული არ იქნება, რუსეთ-საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას ვერანაირი შუამავალი ვერ მოამზადებს
დავით ნარმანია: ე.წ. ხრუშჩოვკების პროექტის განხორციელება დაწყებულია
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში დავით სერგეენკოს უსმენენ

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს უსმენენ.

 

ფხალაძე: არსად დაბრუნებას არავინ არ აპირებს, საუბარი სხვა რამეზე იყო, რაც შემდეგ ბელარუსის პრეზიდენტმა განმარტა

"არსად დაბრუნებას არავინ არ აპირებს, საუბარი  სხვა რამეზე იყო, ბელარუსის პრეზიდენტმა განმარტა, რომ ხალხებს შორის როგორც წესი, მტრობა არ არსებობს,  პრობლემები შექმნილია პოლიტიკურ ჭრილში, ხოლო  ხალხთა შორის ურთიერთობების რესურსი შესაძლებელია, გამოყენებულ იქნას პოლიტიკური პრობლემების მოსახსნელად",-ასეთი განმარტება გააკეთა პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძემ ბელარუსის პრეზიდენტ  ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადების თაობაზე დასმულ კითხვასთან დაკავშირებით.

 

ალექსანდრ ლუკაშენკო: ჩემი პოზიცია არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით არის ურყევი

„ჩემი პოზიცია არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით არის ურყევი“, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

 

ლუკაშენკო: ჩვენ არასოდეს გვიღალატია თქვენთვის, ურთულეს სიტუაციებშიც კი

საქართველო ჩვენთვის წარმოადგენს მთელს კავკასიაში პოტენციურ, პერსპექტიულ სავაჭრო-ეკონომიკურ პატრნიორს, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

მარგველაშვილმა ლუკაშენკოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მარგველაშვილი: ეკონომიკური ურთიერთობების სხვადასხვა მიმართულებით განვითარებამ, საქართველო-ბელარუსის კავშირი არ უნდა შეზღუდოს

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობა ღრმავდება ევროკავშირთან, ხოლო ბელარუსის ეკონომიკური ურთიერთობების კავშირები ღრმავდება საბაჟო კავშირის მიმართულებით, ღრმად გვწამს, რომ ამ განვითარებამ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს ახალი პოტენციალი უნდა მისცეს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ალექსანდრე ლუკაშენკოსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

 

გიორგი მარგველაშვილისა და ალექსანდრ ლუკაშენკოს პირისპირ შეხვედრა დასრულდა

საქართელოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბელარუს კოლეგა ალექსანდრ ლუკაშენკოსთან პირისპირ შეხვედრა გამართა.

ალექსანდრ ლუკაშენკო მარგველაშვილს: მადლობელი ვარ ყოფილი პრეზიდენტის და თქვენიც, რომ მხარს გვიჭერდით და გვიჭერთ

 "მადლობელი ვარ ყოფილი პრეზიდენტის და თქვენიც იმისათვის, რომ ჩვენ მხარს გვიჭერდით და გვიჭერთ",-ამის შესახებ ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.

 

ალექსანდრ ლუკაშენკო: მრცხვენია, რომ ამ ლეგენდარულ ქალაქ თბილისში არც ერთხელ ჩამოვსულვარ

"მრცხვენია, რომ ერთხელ არ ჩამოვსულვარ ამ ლეგენდარულ ქალაქ თბილისში და ფაქტობრივად, არ ვყოფილვარ საქართველოში სოხუმის გარდა,-ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.

 

გიორგი მარგველაშვილი ლუკაშენკოს: დარწმუნებული ვარ, ეს ვიზიტი ჩვენი ურთიერთობის გაღრმავების საფუძველი იქნება

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი ჩვენი ურთიერთობის გაღრმავების საფუძველი იქნება“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბელარუსის პრეზიდენტთან ალექსანდრ ლუკაშენკოსთან პირისპირ შეხვედრაზე განაცხადა. 

ირინე იმერლიშვილი: ბელარუსის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა დღესაც გრძელდება, რასაც ძალიან ვაფასებთ

უშიშროების საბჭოს მდივნის ირინე იმერლიშვილის შეფასებით, საქართველოში ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია.

 

მინდია ჯანელიძემ აშშ–ს დელეგაციას უმასპინძლა
გიორგი მარგველაშვილი ალექსანდრე ლუკაშენკოს პირისპირ ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამწუთებში ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს პირისპირ ხვდება. 
 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics