00:37 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
დავით ზალკალიანი მექსიკის სენატორთა დელეგაციას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა მექსიკის შეერთებული შტატების სენატის წარმომადგენლებთან, საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარესთან, გაბრიელა კუევას ბარონთან (ეროვნული ქმედების პარტია - PAN), ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ისმაელ ერნანდეს დერასთან (ინსტიტუციურ-რევოლუციური პარტია - PRI) და ენერგეტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან ხუან ხერარდო ფლორეს რამირესთან (მწვანეთა პარტია - PVE). 

გიორგი მარგველაშვილი ვარშავის სამიტზე მივიდა
ალასანია: დღეს, ნატო-ს წინაშე ერთიანები წარვდექით

 „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ხელისუფლებები იცვლება და შეიცვლება, პოლიტიკური ძალების ძირითადი ნაწილი თანხმდება ევროატლანტიკურ გზაზე“,-ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ვარშავაში ჟურნალისტებს განუცხადა.

ნატო-ს სამიტის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა პირველად გაიმართება

 ნატო-ს 2016 წლის ვარშავის სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. 

 

Politico: ნატო, ნუ მიატოვებ საქართველოს

"ნატო, ნუ მიატოვებ საქართველოს,“ - სტატიას აღნისნული სათაურით ანალიტიკოსები დევიდ კრამერი და დაიმონ ვილსონი გამოცემა Politico-ში აქვეყნებენ.

კელი: აშშ მტკიცედ უჭერს მხარს გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს

 „აშშ მტკიცედ უჭერს მხარს, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს“,-ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ ნატო-ს ვარშავის სამიტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. 

კელი: კერის ვიზიტის დროს ყურადღება გამახვილდა, რამდენად მნიშვნელოვანია კარგი საარჩევნო გარემო
პრემიერი ვარშავის სამიტისადმი საქართველოს საპარლამენტო პარტიების ერთობლივ მიმართვას ხელს აწერს
პოლონეთის პრეზიდენტი: საქართველოსთან თანამშრომლობა, არა მხოლოდ გამართლებული, არამედ აუცილებელიცაა
სტოლტენბერგი: ვარშავის სამიტზე ნატო-ს 29-ე წევრი შეემატება, რაც ადასტურებს, რომ ალიანსის კარი ღიაა

„ამ სამიტზე მონტენეგრო იქნება წარმოდგენილი, რადგან ის ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში ოფიციალურად იმყოფება და ის საბლოოდ გახდება ალიანსის წევრი“,-ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა  იენს სტოლტენბერგმა   განაცხადა.

 

ხიდაშელი: ვარშავის სამიტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება შავ ზღვაზე უსაფრთხოების განსაკუთრებული, ახალი წესრიგის შესახებ

ჩვენი მთავარი მიზანი იყო ნატო-ს სამიტის დოკუმენტებში შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩანაწერის გაკეთება, ძირითადად სწორედ ამაზე ვმუშაობდით და ჩვენ გვაქვს ამ კუთხით იმედიანი მოლოდინი, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ვარშავაში ჟურნალისტებს განუცხადა. 

გიორგი მარგველაშვილი ნატო-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, პოლიტიკური პარტიების ერთობლივ დეკლარაციას შეუერთდა
იმერლიშვილი: ველოდებით შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩანაწერს კომუნიკეში

ვარშავის სამიტის კომუნიკეში საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვის კიდევ ერთხელ დადასტურებას ველოდებით, -ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ირინე იმერლიშვილმა ვარშავაში განაცხადა.

აშშ-ის სენატი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სენატმა ნატო-ს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელიც 8-9 ივლისს დაგეგმილ ნატო-ს ვარშავის სამიტს და აშშ-ის მხრიდან ალიანსის შემდგომ მხარდაჭერას ეხება.

ბაქრაძე ვარშავის სამიტზე: იმ პროგრესის აღიარებას მივიღებთ, რომელიც საქართველომ განიცადა

„იმ პროგრესის აღიარებას მივიღებთ, რომელიც საქართველომ განიცადა“,-ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ   ჟურნალისტებს ვარშავაში განუცხადა. 

დღეს, ვარშავის ცენტრში მდებარე ეროვნულ სტადიონზე ნატო-ს სამიტი გაიხსნება

დღეს და ხვალ ვარშავის ცენტრში მდებარე ეროვნულ სტადიონზე ნატო-ს სამიტი გაიმართება. 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics