13:20 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
საქართველოს პრეზიდენტი ხვალ ქუთაისს ეწვევა
მაღრაძე: ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები უნდა მივიღოთ, რომელიც მწეველთა რაოდენობას შეამცირებს

„საქართველო არის მეორე ქვეყანა ევროპაში მწეველთა რაოდენობის მიხედვით, თუ სათანადოდ არ გავამკაცრეთ რეგულაციები ამ მიმართულებით, მალე პირველი ქვეყანა ვიქნებით“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თამბაქოს კონტროლის საკანონმდებლო პაკეტის განხილვისას განაცხადა.

ჭიაბერაშვილი: სამთავრობო ვალის თვალსაზრისით, წელს იმ მონაცემსაც კი გადავაჭარბეთ, რაც შევარდნაძემ 2003 წელს დატოვა

„გადასახადების შემცირება გაზრდის ეკონომიკას, შეამცირებს უმუშევრობას, დაასტაბილურებს ფასებს, მაგრამ „ქართული ოცნება“ ამას არ აკეთებს, რადგან საკუთარ კეთილდღეობას ვერ ელევიან“, - ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

სამადაშვილი: ამომრჩევლის ნდობა საკანონმდებლო ორგანოს მიმართ იკლებს, რაც კატასტროფულია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტის დეპუტატ სალომე სამადაშვილის განცხადებით, ამომრჩევლის ნდობა საკანონმდებლო ორგანოს მიმართ იკლებს, რაც კატასტროფულია. 

ადა მარშანია: სალომე სამადაშვილს რეპლიკა მინდა ვესროლო - სანამ აქ ხართ, პარლამენტი დაკნინებულ მდგომარეობაში იქნება

„ქალბატონ სალომეს რეპლიკა მინდა ვესროლო, სანამ  „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტშია, საკანონმდებლო ორგანო დაკნინებულ მდგომარეობაში იქნება“, - ასე მიმართა ფრაქცია „პატრიოტების“  წევრმა ადა მარშანიამ  „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ სალომე სამადაშვილს.

კაპანაძე: მთელი იდეა საპარლამენტო დებატების ის არის, რომ მოსახლეობამ ყველაფერი გაიგოს

„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელში ტელეკომპანია GDS-დან გადასულმა დირექტორმა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ საზოგადოებას საპარლამენტო დებატები არ მიაწოდოს.

სოზარ სუბარი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას დაესწრება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის ინფორმაციით, ის პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხენებას დაესწრება.

სერგეენკო: დღის განმავლობაში გაირკვევა, პრეზიდენტის მოხსენებას რომელი მინისტრები დაესწრებიან

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, დღის განმავლობაში გაირკვევა თუ რომელი მინისტრები დაესწრებიან პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას.

ეკონომიკის მინისტრი გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიურ მოხსენებას დაესწრება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას, ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან ერთად დაესწრება.

სუბარი IRI-ის შედეგებზე: შეუძლებელია, სერიოზული კომენტარი გავაკეთოთ მსგავს კვლევებზე

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ის ყველა კვლევას ენდობა, რომლის შედეგები არჩევნების შედეგებს ერთხელ მაინც დაემთხვა, - ასე შეაფასა სოზარ სუბარი IRI-ის კვლევის შედეგებს

გიორგაძე - კონსულტაციების შემდეგ გადავწყვეტთ, რომელი მინისტრები დაესწრებიან პრეზიდენტის გამოსვლას

„შიდა კონსულტაციების შემდეგ, ჩვენ გადაწყვეტთ, ვინ იქნებიან ის მინისტრები, ვინც პარლამენტში პრემიერ-მინისტრთან ერთად პრეზიდენტის გამოსვლას დაესწრებიან“, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა.

IRI: შემდეგ კვირას რომ ადგილობრივი არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 26% ხმას „ოცნებას“ მისცემდა, 15% კი, „ნაცმოძრაობას“

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ თავის რეგიონში ყველაზე აქტიური პარტია „ქართულ ოცნებაა“.

IRI-ს კვლევის თანახმად, პოლიტიკოსთა რეიტინგში პირველ ადგილს გიორგი მარგველაშვილი იკავებს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა (67%) საქართველოს პრეზიდენტის მიმართ დადებითად არის განწყობილი.

ინდონეზიის მთავრობა ადამიანის უფლებათა სფეროში რეფორმებსა და სერვისების მიწოდების ქართულ მოდელს ეცნობა

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ბარამიძემ ინდონეზიის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მინისტრი იასონა ლაოლი მიიღო.

 

პრემიერი: საქართველო ევროპული წესრიგის განუყოფელი ნაწილი ხდება

საქართველო ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი ქვეყანა ხდება–დღეს საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის „ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ  შეთანხმებას"  მოეწერა ხელი. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

 

ჯეჯელავა: სამთავრობო ცვლილებები ჩვენი ოპონენტების ოცნებაა

„ეს არის ჩვენი  ოპონენტების ოცნებები“, - ასე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავამ  სამთავრობო ცვლილებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics