04:23 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
კობახიძე: ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ეროვნული ინტერესები და ეს ინტერესები აუცილებლად იქნება დაცული

„ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგიული ეროვნული ინტერესები და ეს ინტერესები აუცილებლად იქნება დაცული“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ  ირაკლი კობახიძემ უცხოელებზე მიწის გასხვისების საკითხთან დაკავშირებით  ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძე NDI-ს კვლევაზე: სამწუხაროდ, ნდობა დღემდე ვერ მოიპოვა

 „სამწუხაროდ, დღემდე ვერ მოიპოვა ნდობა იმ კვლევებმა რომელიც ტარდება CRRC-ის მიერ“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის  შედეგებს.

კობახიძე: პარლამენტში მანდატების უსამართლო გადანაწილება გამოირიცხება

"პარლამენტში მანდატების უსამართლო გადანაწილება აუცილებლად გამოირიცხება",-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თელავში, კონსტიტუციური პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის შემდეგ განაცხადა. 

დოლიძე: შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საპარლამენტო მოდელზე გადასვლის შემთხვევაში აუცილებელია საპარლამენტო არჩევნების კანონმდებლობის დახვეწა

„უკვე გამოვლინდა ძირითადი თემები, რომელიც საქართველოს კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის მუშაობაში ქვაკუთხედი იქნება“,-ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ სტრასბურგში ვენეციის კომისიის წევრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა. 

გიორგი კვირიკაშვილი ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. 
მხარეებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივაზე, ამ პროცესში ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერასა და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

გიორგი კვირიკაშვილი ესტონეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს კერსტი კალიულაიდს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის სფეროებზე, ევროკავშირთან ურთიერთობასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის გაძლიერებაზე ისაუბრეს. 

კობახიძე: თავი მოგვეჭრა, როდესაც პრეზიდენტი და პრემიერი ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით ვერ შეთანხმდნენ

 „ყველას ერთად, მთელ ქვეყანას მოგვეჭრა თავი, როდესაც პრემიერი და პრეზიდენტი ვერ შეთანხმდნენ ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ზუსტად ეს პირდაპირი ლეგიტიმაცია ანუ დისბალანსი ლეგიტიმაციასა და უფლებამოსილებას შორის,“-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე თელავში განაცხადა.

 

საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ საინჟინრო ნაგებობის მშენებლობის საკითხს ქართული მხარე ჟენევაში დააყენებს

საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. საინჟინრო ნაგებობების აშენება არის არაკანონიერი ქმედებების გაგრძელება, - ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით  ზალკალიანი, ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლის, დავით სანაკოევის ინიციატივას, ცხინვალის რეგიონში ე.წ. სახელმწიფო საზღვარზე საინჟინრო ნაგებობის აღმართვის შესახებ.

 

„საქართველოს არაფერი დააკლდება, 30-ით ნაკლები დეპუტატი თუ იქნება, იმ დარბაზში ისედაც ბევრი მთვლემარე ზის“

საქართველოს არაფერი არ დააკლდება, 30-ით ნაკლები დეპუტატი თუ იქნება, იმ დარბაზში ისედაც ბევრი მთვლემარე დეპუტატი ზის, - ამის შესახებ "პატრიოტთა ალინსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა, თელავში საკონსტიტუციო პროექტის საერთო-სახალხო გამოსვლაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კვირიკაშვილი: ესტონეთი საქართველოს ევროინტეგრაციის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერია

საქართველოს ორემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ესტონეთი არის საქართველოს ევროინტეგრაციის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი.

ესტონეთის პრემიერი: არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ტერიტორიების ნაწილი რუსეთის მიერაა ოკუპირებული

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის იური რატასის განცხადებით, არ გვახსოვდეს, რომ  საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ისევ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

გიორგი კვირიკაშვილი ესტონელ კოლეგას იური რატასს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ესტონეთის რესპუბლიკაში, ესტონელ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო.

 

ჰოლ ჰოლი: რუსეთის ქმედებები ოკუპირებულ რეგიონებში ყოველთვის ხალხის წყობიდან გამოყვანას ემსახურებოდა

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩის ალექსანდრა ჰოლ ჰოლის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე მეგობრობას ადასტურებს, - ამის შესახებ ალექსანდრა ჰოლ-ჰოლიმ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას განუცხადა. 

კობახიძე: ახალი რეგულაციის თანახმად უზენაეს სასამართლოში სულ მცირე 28 მოსამართლე იქნება გაერთიანებული

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე სასამართლოს დამოუკიდებლობასა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების რაოდენობაზე ისაუბრა.

 

კობახიძე: ტერიტორიული მოწყობის საკითხი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ მოწესრიგდება

„ტერიტორიული მოწყობის საკითხი  კონსტიტუციის დონეზე მას შემდეგ მოწესრიგდება, როცა აფხაზეთის და ცხინვალის მოსახლეობასთან ერთად შეგვეძლება ამ საკითხის გადაწყვეტა“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა.

 

სუბარი საკონსტიტუციო ცვლილებებზე: განხილვის მიზანია, რომ მოვისმინოთ ხალხის აზრი, მაგრამ ყველას აზრი გათვალისწინებული ვერ იქნება

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტიების მნიშვნელოვანმა ნაწილმა კომისია მას შემდეგ დატოვა, რაც კომისიამ ამოწურა მუშაობა.  

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics