08:37 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ბინალი ილდირიმი: თურქეთი გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის განცხადებით,  მომავალში ორ ქვეყანას შორის  სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

 

პრემიერი: მზად ვართ, განვაგრძოთ მჭიდრო ურთიერთობა სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტის რეალიზაციისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ თურქ კოლეგას ბინალი ილდირიმს შეხვდა.

 

საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომა გაიმართა

ორ სახელმწიფოს შორის ჩამოყალიბებული სტრატეგიული პარტნიორობის და  მეგობრული ურთიერთობების ნათელი დასტური, - ამ სიტყვებით შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს რიგით მე-2 სხდომის ფარგლებში გამართული დიალოგი და მას ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით, ორი ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების მიერ გამოხატული მკვეთრი პოზიცია უწოდა.

მდინარაძე: პრეზიდენტის თავთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას შენიშვნები არ აქვს

„პრეზიდენტის თავთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის ექსპერტებს კრიტიკული ან რაიმე სახის შენიშვნა არ ექნებათ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დღეს, ბერლინში, კონსტიტუციური კანონის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა. 

 

გიორგი კვირიკაშვილი თურქ კოლეგას შეხვდა
კახა კახიშვილი ვენაში ავსტრიის რესპუბლიკის იუსტიციის ფედერალურ მინისტრს შეხვდება
მთავრობის ადმინისტრაციაში თურქეთის პრემიერ მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. 

პრემიერი მანჩესტერში მომხდარი ტერაქტის გამო, დიდი ბრიტანეთის მთავრობას თანაგრძნობას უცხადებს

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი  „მანჩესტერ არენაზე“ მომხდარი  ტერაქტის გამო საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით გულწრფელ თანადგომას უცხადებს დიდი ბრიტანეთის მთავრობას.

 

თურქეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოშია

თურქეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში იმყოფება. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალურ დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დახვდა. 

 

გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს ზაკირ ჰასანოვს შეხვდა. 

ტრამპი ისრაელში: ტერორიზმის დამარცხება მხოლოდ ჩვენი ძალების გაერთიანებით არის შესაძლებელი

აშშ–ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, საგარეო ვიზიტის ფარგლებში, საუდის არაბეთის შემდეგ, ისრაელს ეწვია.

გენერალ-მაიორი ფინ უინკლერი თავდაცვის უწყებაში შეხვედრებს მართავს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დანიის სამეფოს შიდა გვარდიის მეთაურს, გენერალ-მაიორ ფინ უინკლერს შეხვდნენ.

თორდია: ვფიქრობ, რომ პირიქით მე ვიქნები ბრალდებულის სკამზე, როგორც ამდენ ადამიანზე თავდამსხმელი

„მოვითხოვ გასაჯაროვდეს ისეთი ვიდეოჩანაწერები, რომელიც ძალიან კარგად დაანახებს საზოგადოებას თუ ვინ იყო პირველი თავდამსხმელი“,-ამის შესახებ მთავარმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

 

ვენეციის კომისიის მდივანი: თუ შეძლებთ კონსესუსის მიღწევას სხვადასხვა საკითხზე, ძალიან კარგი კონსტიტუცია იქნება

ვენეციის კომისიის მდივანის თომას მარკერტის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებები წინგადადგმული ნაბიჯია.

კობახიძე: ვენეციის კომისიის თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ დახვეწილი კონსტიტუციური კანონი შევიმუშაოთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვენეციის კომისიის თანამშრომლობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომ დახვეწილი კონსტიტუციური კანონი შევიმუშაოთ.

იუსტიციის მინისტრმა აშშ-ის დელეგაცია მიიღო

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე სკოტ ბასბის შეხვდა.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics