2025-06-23 18:25:18, 538 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - ყვარყვარეს ციხეში ჯერ კიდევ ეტევიან პატიმრები, თუმცა მალე კარები აუცილებლად გასკდება და ყველას თავისი ადგილი მიეჩინება
![]() მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაჭერები არის საქართველოს დაპატრონებული, ბანდიტური საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მორიგი დაცინვის აქტი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მალე ციხის კარები „აუცილებლად გასკდება და ყველას თავისი ადგილი მიეჩინება”. „მაშინ როცა ლუკაშენკო უშვებს პოლიტპატიმრებს, ესენი სულ უფრო მეტ პოლიტიკოსს და უბრალოდ აქტიურ ადამიანს აპატიმრებენ. ყვარყვარეს ციხეში ჯერ კიდევ ეტევიან პატიმრები, თუმცა მალე კარები აუცილებლად გასკდება და ყველას თავისი ადგილი მიეჩინება”, - წერს მიხეილ სააკაშვილი. ცნობისთვის, „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, მათ 8-8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. მანამდე, დღეს დილით განაჩენი გამოცხადდა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეზეც. მას საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.
მარტა კოსი - საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას თავის ევროკავშირის გზას აშორებს
იუკნევიჩიანე - საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა სრულად ბიძინა ივანიშვილს დაეკისრება
კრემლმა უცხოელებს რუსეთის არმიაში სამსახურის უფლება მისცა, რათა თავიდან აიცილოს მობილიზაცია
პუტინის და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი პარტია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია
|
რედაქტორის რჩევით
![]() პუტინის და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი პარტია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია
![]() რას მოიცავს ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი?
ომი უკრაინაში![]() უკრაინა რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების გამოძიებას ითხოვს.
![]() ტრამპი პუტინის ომის გაგრძელების გადაწყვეტილების გამო უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|