2025-05-13 18:38:39, 579 ნახვა
პოლიტიკა
„წინააღმდეგობის პლატფორმა“ - კობახიძის წერილი არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას
![]() „წინააღმდეგობის პლატფორმა” დონალდ ტრამპისა და ჯეი დი ვანსის მიმართ გაგზავნილ ღია წერილს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს კიდევ ერთხელ ამხელს სიმართლეს: „რეჟიმი, რომელიც უპირისპირდება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს – აშშ-ს-სინამდვილეში უპირისპირდება ქართველი ხალხის არჩევანს: თავისუფლებას, დასავლურ კურსსა და დემოკრატიას”. ირაკლი კობახიძემ დღეს „ფეისბუქზე” გამოაქვეყნა წერილი, რომლითაც აშშ-ის პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტს მიმათა. კობახიძემ მასში კვლავ განავითარა პროპაგანდისტული ნარატივები, ილაპარაკა Deep State-ის კონსპირაციულ ნარატივზე, „რევოლუციურ სცენარზე“ და გააკრიტიკა ის, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებები კვლავ ძალაშია. კობახიძის თქმით, გაკვირვებას იწვევს აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის „დუმილი“ იმის გათვალისწინებით, რომ ისინი „ღიად არადემოკრატიულ და ავტორიტარულ სახელმწიფოსთანაც“ აწარმოებენ დიალოგს. „წინააღმდეგობის პლატფორმა” აცხადებს, რომ „აშშ იყო და რჩება ჩვენი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოებისა და განვითარების გზაზე”.
|
რედაქტორის რჩევით
![]() მოლაპარაკებები სტამბულში - უკრაინა და რუსეთი მშვიდობისგან შორს არიან
![]() მსოფლიო სამეულში სამხედრო თავდასხმის შიშით - საქართველო ახალ გამოკითხვაში
ომი უკრაინაში![]() ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი ომისა და ოკუპაციის გაგრძელების მიზნით დროის მოგებას ცდილობს
![]() რუსებმა უკრაინას სხვადასხვა ტიპის 108 დრონით შეუტიეს
ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
მთავარი თემა
|