|
2025-05-20 22:36:31, 1289 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი სირიის წინააღმდეგ სანქციებს ხსნის
ევროკავშირი სირიის წინააღმდეგ სანქციებს ხსნის. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის მაღალჩინოსნები ავრცელებენ. „დღეს გადაწყვეტილება მივიღეთ, მოვხსნათ სირიის წინააღმდეგ ჩვენი ეკონომიკური სანქციები. გვსურს სირიელ ხალხს დავეხმაროთ ახალი, ინკლუზიური და მშვიდობიანი სირიის აღდგენაში. ბოლო 14 წლის განმავლობაში ევროკავშირი ყოველთვის გვერდში ედგა სირიელებს - და ამის კეთებას გავაგრძელებთ“, - წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი X-ის საკუთარ გვერდზე. გადაწყვეტილებას ასევე ეხმაურებიან ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა. „მივესალმები სირიის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მოხსნას. აღდგენისკენ გზა ჯერ კიდევ გრძელია, მაგრამ ევროპა მზად არის სირიასთან ერთად იმუშაოს. გვსურს პარტნიორები ვიყოთ სირიის ზრდაში, რეგიონში და მის მიღმა ჩვენს მოკავშირეებთან ერთად. შერიგება პირველი კრიტიკული ნაბიჯია აღდგენისკენ“, - წერს ფონ დერ ლაიენი.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)