05:08 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-27 19:49:25, 2062 ნახვა

კომენტარი
მარინა ეზუგბაია - შემიძლია გითხრათ, რომ დილის შემდეგ სიტუაცია არ შეცვლილა ისევ 81 დაინფიცირებული გვყავს

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია გვაცნობებს, რომ საღამოს მონაცემებით ინფიცირებულთა რიცხვი არ გაზრდილა.

მისი თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, მაგარმ მათ ასევე 4 მძიმე პაციენტი ჰყავთ.

„ჩემთვის სასაიამოვნოა, რომ გითხრათ დილის შემდეგ სიტუაცია არ შეცვლილა, ეს იმას ნიშნავს, რომ როგროც დილას იყო დაფიქსირებული საქართველოში 81 დადასტურებული ინფიცირებული კორონავირუსის შემთხვევა, საღამოს მონაცემებიც იგივეა ჯერ-ჯერობით.

81 შემთხვევიდან ჩვენთან 32 პაციენტი მკურნალობს, 13-მა პაციენტმა კი დატოვა ჩვენი კლინიკა და იმყოფება თვითიზოლაციაში. ყველა გაჯანმრთელებული პაციენტი კლინიკიდან გაწერის შემდეგაც აგრძელებს თვითიზოლაციაში ყოფნას 14 დღის განმავლობაში.

რაც შეეხება ბოლოს დაინფიცირებული პაციენტების ჯამრთელობის მდგომარეობას, უცვლელია. ჩვენ ამ ეტაპზე 4 მძიმე პაციენტი გვყავს, ერთ-ერთი ასაკოვანი ქალბატონი განსაკუთრებით მძიმეა. ჯერ არ დასტაბილიზირებულა და გარკვეულ წილად პროგესირება გვაქვს. დანარჩენი სამი პაციენტის მდგომარეობა კი დღის განმავლობაში არ გაუარესებულა, თუმცა შეიძლება ნებისმიერ დროს გაუარესდეს, მაგრამ ვიმედოვნებ ეს არ მოხდება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics