05:07 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-27 15:32:21, 2029 ნახვა

კომენტარი
ბოკერია იმნაძისა და გამყრელიძის კომენტარზე - ასეთივე მკაცრი შეფასებაა საჭირო მაშინ, როცა ერთი კოვზით ზიარებაზეა საუბარი

 „ასეთივე თანმიმდევრულად მკაცრი შეფასებაა საჭირო რელიგიური ორგანიზაციების, მათ შორის, მართლმადიდებლური ეკლესიის ნებისმიერი სასულიერო პირის მიმართ“, - ამ გზავნილით „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია გამყრელიძესა და იმნაძეს მიმართავს.

მისი თქმით, როდესაც ისინი ოპოზიციის მიერ ზუგდიდსი პირბადეების დარიგების საკითხს აკრიტიკებენ, ასეთივე მკაცრი შეფასება უნდა გააკეთონ მაშინაც, როცა ერთი კოვზით ზიარებაზეა საუბარი.

„გასაგები იყო მათი მკაცრი გზავნილი და სამართლიანი ამ პოლიტიკური ჯგუფის მიმართ, ვინც ეს მძიმე შეცდომა დაუშვა ზუგდიდში. უბრალოდ მინდა თხოვნა, მოწოდება მქონდეს მათ მიმართი, რომ იყვნენ თანმიმდევრული, როცა ასე მკაცრად აფასებენ, ოღონდ დამსახურებულად, ასეთივე თანმიმდევრულად მკაცრი შეფასება ჰქონდეთ რელიგიური ორგანიზაციების, მათ შორის, მართლმადიდებლური ეკლესიის ნებისმიერი სასულიერო პირის მიმართ, სადაც რისკები არანაკლებია კი არა, ბევრად მეტია, როცა ერთი კოვზით ზიარებაზეა საუბარი. ჩვენ აქ ასეთი მყარი და მკაფიო გზავნილი ვერ მოვისმინეთ და ეს ცუდია“, - განაცხადა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics