|
2020-03-27 12:36:37, 1821 ნახვა
კომენტარი
გიორგი ვაშაძე მთავრობას კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის, შეტევაზე ორიენტირებულ სტრატეგიას სთავაზობს
„მივმართავ ხელისუფლებას, ჩვენს მოქალაქეებს, საფრთხე რეალურია და ის ყველას თანაბრად გვეხება და მხოლოდ ჩვენი ერთიანობით შევძლებთ მასთან გამკლავებას“, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძე ხელისუფლებას სთავაზობს კორონავირუსის წინაარმდეგ ბრძოლის გეგმას. მათი გეგმა მოიცავს მოსამზადებელი სამუშოაბის ჩამონათვალს, რომელიც ითვალისწინებს გაიდლაინების შემუშაოვებას სამედიცინო სექტორისთვის, პირველადი ჯანდაცვის მომზადებასა და პროგრამული უზრუნველყოფის საკითხის. „კორონავირუსთან ბრძოლის რამდენიმე თვიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ამ ბრძოლაშიც უცდომელად მუშაობს კლასიკური ომის სტრატეგიები და ტაქტიკები. როგორც მთავრობა აცხადებს, დღემდე ჩვენ ვიმყოფებით შეკავების, დაცვის ანუ შედეგზე რეაგირების ტაქტიკასა და ამას აკეთებს იმ დაშვებით, რომ არ გვაქვს შესაბამისი რაოდენობის ინფრასტრუქტურა და საჭირო რაოდენობის დიაგნოსტიკის საშუალებები. როგორ ამბობენ, ყველაზე კარგი თავდაცვა შეტევაა, სწორედ ამიტომ, არა შეკავებაზე, არამედ შეტევის სტრატეგიაზეა აწყობილი ჩვენი სამოქმედო გეგმა. ჩვენ დღეს მთავრობას ვირუსზე შეტევის სტრატეგიას ვათავზობთ. მივმართავ ხელისუფლებას, ჩვენს მოქალაქეებს, საფრთხე რეალურია და ის ყველას თანაბრად გვეხება და მხოლოდ ჩვენი ერთიანობით შევძლებთ მასთან გამკლავებას. უნდა გვესმოდეს, რომ ცალკე არსებული ვერც ერთი სექტორი, მათ შორის ვერ მხოლოდ მთავრობა, მხოლოდ სამედიცინო სექტორი, ვერ გაუმკლავდება ამ გამოწვევას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)