|
2015-08-08 16:48:54, 566 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა, ბესიკ ლოლაძემ და ანა დოლიძემ, ასევე გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეებმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ გმირთა მოედანზე მდებარე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გმირების ხსოვნას და 2008 წლის აგვისტოს მძიმე დღეები გაიხსენეს. დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას თავდაცვის მინისტრი, გენერალური შტაბის უფროსი და მათი მოადგილეები პატივს დილიდან მიაგებენ. უწყების ხელმძღვანელმა პირებმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მასშტაბით, ჯარისკაცების საფლავები მოინახულეს და ყვავილებით შეამკეს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)