20:50 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-21 19:50:26, 300 ნახვა

პოლიტიკა
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, კატრინ დეშაუერმა, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია და ამის შესახებ წუხილს გერმანია ქართულ მხარეს გაუზიარებს.

მისივე თქმით, სარჩელი, სხვა მიმდინარე მოვლენებთან ერთად, ვნებს საქართველოს შიდა დემოკრატიასა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას. დეშაუერმა ეს DW-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

2026 წლის 21 ოქტომბერს ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა. 

„ქართული ოცნება“ ითხოვს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტებისა“ და „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობასა და აკრძალვას.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics