14:37 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-08 14:08:01, 505 ნახვა

საზოგადოება
რუსთავში გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეებმა  აგვისტოს ომში დაღუპული რუსთაველი გმირების საფლავები ყვავილებით შეამკეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბესიკ  ლოლაძე  და პოლკოვნიკი  ომარ ბეგოიძე IV ქვეითი ბრიგადის ოთხი სამხედრო მოსამსახურის,  კაპრალების  -  ვახტანგ გზირიშვილის, ლევან იოსებიძის, გიორგი ჯავახიშვილისა და სერჟანტ კახაბერ თავგორაშვილის საფლავებზე მივიდნენ.

დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა პაატა ხიზანაშვილმა.  ქართველი გმირების საფლავებზე რუსთავში ასევე იმყოფებოდნენ  წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ლევან ბერია და  საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვა წარმომადგენლები.

დღესვე, მთელი საქართველოს მასშტაბით, აგვისტოს ომში დაღუპული გმირების საფლავებს ყვავილებით შეამკობენ საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics