|
2015-08-08 09:59:12, 617 ნახვა
საზოგადოება
ბაბუშერას სამარხის გახსნის შედეგად იდენტიფიცირებულ 12 ნეშტს ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ
ბაბუშერას სამარხის გახსნის შედეგად იდენტიფიცირებულ 12 ადამიანის ნეშტს დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. 12 ადამიანის ნეშტი, გუშინ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან, სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა. 11 მათგანი ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაიღუპა, ხოლო ერთი კი - აჩადარაში ბრძოლების დროს. ცნობისთვის, წითელი ჯვრის ეგიდით, 2010 წელს შეიქმნა ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის 1992-193 წლებში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებს. მოლაპარაკების შედეგად, გადაწყდა ბაბუშერას სამარხის გახსნა და ნეშტების ექსჰუმაცია. იდენტიფიცირების მიზნით ნეშტები გადმოსვენებულ იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. დნმ-პროფილები და დაღუპლთა ოჯახების ბიოლოგიური მასალები ზაგრების ლაბორატორიაში გადაიგზავნა. ამ ეტაპზე, სულ იდენტიფიცირებულია 21 ნეშტი. წითელი ჯვრის ორგანიზებით, დევნილთა და განსახლების სამინისტრო აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებთან გადმოსვენების საკითხებზე მოლაპარაკებებს მომავალშიც განაგრძობს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)