|
2015-08-07 18:58:19, 644 ნახვა
საზოგადოება
ნინო კალანდაძე: „რუსთავი 2“-ზე, როგორც ერთადერთ პროდასავლური პოლიტიკის მქონე ტელევიზიაზე, მიზანმიმართული თავდასხმა მიმდინარეობს
„რუსთავი 2“-ზე, როგორც ერთადერთ პროდასავლური პოლიტიკის მქონე ტელევიზიაზე, მიზანმიმართული თავდასხმა მიმდინარეობს, - ასე აფასებს საზოგადოებრივი მოძრაობა “ივერიას” დამფუძნებელი ნინო კალანდაძე „რუსთავი 2“-ის დაყადაღებას „ეროსი კიწმარიშვილის ბუნდოვან გარემოებებში გარდაცვალებისა და ამ ფაქტის გაგუგებარი მიზეზებით დღემდე ვერ გამოძიების ფაქტი, სარეკლამო სივრცის დაჩქარებული და კაბალური წესით შეზღუდვისა და რუსთავი 2 ის ქონების დაყადაღების ფაქტი, ვინმე ქიბარ ხალვაშის სარჩელიდან მეორე დღესვე და რაც მთავარია ივანიშვილის მიერ არაერთგზის მკვახედ და დაუფარავად გამოხატული უკმაყოფილების ფაქტი რუსთავის 2 ის სარედაქციო პოლიტიკის და მისი ჟურნალისტების საქმიანობის მიმართ, პრაქტიკულად ყველა ეჭვს ადასტურებს, რომ რუსთავი 2 ზე მიმდინარეობს მიზანმიმართული თავდასხმა, როგორც ერთადერთ, პროდასავლური პოლიტიკის მქონე ტელევიზიაზე (მხოლოდ შეფასებითი არაადექვატურობაა ამ დროს რუსთავი 2 და მისი გენერალური დირექტორის პოლიტიკურ მიკერძოვებულობაზე საუბარი). ამ ტენდენციის შენარჩუნება კი ხელისუფლებას ძვირად დაუჯდება. პ.ს. ორმაგი სტანდარტის გამოხატულებაა და უზნეობა (ყველა გაგებით) ამ ვითარებაში იმედის დარბევასთან პარალელების გავლება. მხოლოდ ერთი პარალელია გამართლებული. იმედიც ძვირად დაუჯდა ხელისუფლებას“, - წერს ნინო კალანდაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე. ცნობისთვის, სამაუწყებლო ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ქონება სრულად დაყადაღებულია. სასამართლომ გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე მიიღო. თუმცა - არ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა რუსთავი 2-ის ლოგოს გამოყენების აკრძალვის შესახებ. ასევე სასამართლომ არ განიხილა არხის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების საკითხი.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)